კლუბის ისტორია

სათავგადასავლო კლუბი „ჯომარდი“პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ორგანიზებულ საჯომარდო ტურებს ახორციელებს. კომპანიამ 2003 წელს ჩაუყარა საფუძველი კომერციული საჯომარდო ტურების განვითარებას და დღემდე წარმატებით ემსახურება როგორც ქართველ, ისე უცხოელ მომხმარებლებს.

„ჯომარდის“ დამფუძნებელი მამუკა ბურდულია, რომელმაც სათავგადასავლო კლუბის დაარსება ავსტრიულ საჯომარდო კლუბში Fit & Fun მუშაობის, აუცილებელი გამოცდილების დაგროვებისა და სერტიფიკატის მიღების შემდეგ გადაწყვიტა.

2005 წელს კლუბის თაოსნობით ჩატარდა საქართველოს პირველი ჩემპიონატი ჯომარდობაში, სადაც ფოთის გუნდმა გაიმარჯვა.

2009 წელს გაიმართა საქართველოს პირველი ჩემპიონატი ექსტრემალურ სამჭიდში (სირბილი, ველოსიპედები, ჯომარდი), რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი სწორედ სათავგადასავლო კლუბი „ჯომარდი“ გახლდათ.

რატომ ჩვენ?

    • ჩვენთან უფრო უსაფრთხოა
    • ჩვენთან უფრო კომფორტულია
    • ჩვენთან უფრო სახალისოა
ჩვენი საჯომარდო ტურის შემდეგ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გაგყვებათ დაუვიწყარი მოგონებები და საუკეთესო განწყობა ...

სეზონი 2016 გახსნილია!

აირჩიეთ საჯომარდო ტური!

 

გაინტერესებთ რა არის ჯომარდობა და როგორ ხდება ეს დაუვიწყარი თავგადასავალი?

მაშინ იხილეთ ვიდეო-სიუჟეტი ... და შემოგვიერთდით!