უსაფრთხოება

მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რისკების მინიმუმამდე დაყვანა ჩვენ მიერ ორგანიზებული ტურების უმთავრესი წესი და ჩვენი პირველადი საზრუნავია.

ჯომარდობა გართობის ექსტრემალური სახეობაა და მცდარია ის წარმოდგენა, თითქოს დამწყებებისთვის დაშვება ინსტრუქტორის გარეშეცაა შესაძლებელი. რაფტინგი გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, თუმცა პროფესიონალი გიდის დახმარებით და უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით მდინარეზე დაშვება ბევრად სასიამოვნო და უსაფრთხო ხდება. რისკის ფაქტორის შესამცირებლად ჯომარდობისას სპეციალური აღჭურვილობა – სამაშველო ჟილეტი და ჩაფხუტი გამოიყენება. გარდა ამისა, სასურველია ჰიდროკოსტიუმისა და საჯომარდო ფეხსაცმლის ხმარებაც.

სარისკო სიტუაცია შეიძლება შეიქმნას როგორც გარემო პირობების, ისე ჯომარდობის მონაწილეების არასწორი ქცევის გამო. სწორედ ამიტომ, ტურის დაწყებამდე, ჩვენი გიდები ჩაგიტარებენ ინსტრუქტაჟს, რომლის დროსაც გასწავლიან ნავში ჯდომის, მოსმისა და მდინარეში გადავარდნის შემთხვევაში მოქცევის წესებს.

„ჯომარდის“ ინსტრუქტორები მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები არიან. მათ გავლილი აქვთ როგორც სამაშველო, ისე პირველადი დახმარების კურსები. იმისთვის, რომ ტურის ყველა წევრი მოხერხებულად და კომფორტულად გრძნობდეს თავს, ნავში მხოლოდ 8 კაცი ჯდება, ინსტრუქტორის ჩათვლით. ასეთი გადანაწილება ჩვენს გიდებს თითოეული წევრისთვის მაქსიმალური ყურადღების მიქცევის შესაძლებლობას აძლევს.

მდინარეზე დაშვებამდე გულდასმით მოწმდება სრული აღჭურვილობა. ჩვენ ვიყენებთ სიმეტრიულ ნავებს, რომლებიც უკანა ნაწილში მჯდომი ინსტრუქტორის მიერ იმართება. გამძლე, მრავალფენიანი მასალისგან დამზადებულ რაფტებს რამდენიმე დამოუკიდებელი განყოფილება აქვთ, რაც გარანტიაა იმისა, რომ რომელიმე განყოფილების დაზიანების ან გახევის შემთხვევაში ნავი არ ჩაიძირება.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, რაფტინგი საკმაოდ უსაფრთხო და სასიამოვნო გართობად შეიძლება იქცეს. როგორც წესი, ნავში ერთხელმოხვედრილი ადამიანი „ავადდება“ ჯომარდობით და ამ საქმიანობაში მეგობრებისა და ოჯახის წევრების „ჩათრევასაც“ ცდილობს. იმედია, არც თქვენ იქნებით გამონაკლისი.

სეზონი 2016 გახსნილია!

აირჩიეთ საჯომარდო ტური!

 

გაინტერესებთ რა არის ჯომარდობა და როგორ ხდება ეს დაუვიწყარი თავგადასავალი?

მაშინ იხილეთ ვიდეო-სიუჟეტი ... და შემოგვიერთდით!