agchurviliba

 

მდინარეზე დაშვებისას ვიყენებთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების წარმოებულ სერტიფიცირებულ აღჭურვილობას, რომელიც უსაფრთხოების ყველაზე მაღალ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

კლუბის საწყისი „ქონება“ 4-ადგილიანი Gumotex-ის ნავი იყო. ამჟამად„ჯომარდის“განკარგულებაშია ერთი 2-ადგილიანი, სამი 6-ადგილიანი, რვა 8-ადგილიანი და სამი 10-ადგილიანი ნავი.

2009 წელს ჩვენ განვაახლეთ აღჭურვილობა: შევიძინეთ ახალი სამაშველო ჟილეტები და ჩაფხუტები;

2010 წლიდან კი მომხმარებელს ვთავაზობთ ევროპაში ყველა საჯომარდო კლუბისთვის აუცილებელ ნეოპრენის საჯომარდო კოსტიუმებსა (ე.წ. ჰიდროკოსტიუმი) და ნეოპრენის ფეხსაცმელს.

სხვა რა დაგჭირდებათ საჯომარდო ტურზე? მოსახერხებელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საცურაო კოსტიუმი, პირსახოცი და… ღიმილი.

გაუზიარე მეგობრებს