ჯომარდობის ისტორია

თანამედროვე ჯომარდობას მრავალი ათასი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. უხსოვარ დროში, უძველესი ხალხები მდინარეებზე გადასაადგილებლად კანოეებს იყენებდნენ. უფრო მოგვიანებით კი, ხისგან შეკრული ტივების დამზადებაც დაიწყეს, ტვირთისა და მორების  გადასაზიდად.

მთის მდინარეებზე ექსტრემალური დაშვების ფუძემდებლად ინგლისელი მ. ჯონსი ითვლება. სწორედ მის მიერ იყო ორგანიზებული პირველი დაშვებები კაიაკით აფრიკის, სამხრეთ ამერიკისა და ნეპალის მდინარეებზე.

თავად რაფტები კი ვიეტნამის ომის დროს გამოჩნდა. მათ მდინარეების საშუალებით ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ტვირთის მისატანად იყენებდნენ.

დროთა განმავლობაში რაფტების კონსტრუქცია და მასალა შეიცვალა. ამჟამად გასაბერი ნავები თანამედროვე სინთეტიკური მასალების გამოყენებით მზადდება. სხვადასხვა ფორმისა და სიგრძის რაფტებში 4-დან 20 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ყველაზე პოპულარული 6-8-კაციანი ნავებია.

სეზონი 2017 გახსნილია!

აირჩიეთ საჯომარდო ტური!

 

გაინტერესებთ რა არის ჯომარდობა და როგორ ხდება ეს დაუვიწყარი თავგადასავალი?

მაშინ იხილეთ ვიდეო-სიუჟეტი ... და შემოგვიერთდით!