ჯომარდობა ანუ რაფტინგი (RAFTING)ეს მასალა სპეციალურად ჩვენი საიტისათვის მოამზადა ცნობილმა ტურიზმის ექსპერტმა და საქართველოზე შეყვარებულმა ადამიანმა - შტეფან შულაინმა (Steffen Schülein)

ჯომარდობა ანუ რაფტინგი (RAFTING) არის აქტიური დასვენების სახე, რისთვისაც გამოიყენება გასაბერი ნავი. როგორც წესი დაშვება ხდება სხვადასხვა სირთულის მთის მდინარეებზე. დავენების ეს ექსტრემალური სახეობა პოპულარული ხდება 1970-იანი წლებიდან.

თანამედროვე გასაბერ ნავებს აკეთებენ გამძლე მრავალფენიანი რეზინის ან ვინილის მასალისაგან და აქვთ რამდენიმე დამოუკიდებელი განყოფილება, რაც არის გარანტია იმის, რომ ნავი არ ჩაიძირება თუ რომელიმე განყოფილება დაზიანდება ან გაიხევა. ნავის სიგრძე იცვლება 3.5 -დან 6 -მდე, და სიგანე 1.8 -დამ 2.5 -მდე. ამ წესიდან გამონაკლისია ერთადგილიანი ნავები, რომლებიც შეიძლება იყოს 1.5 .

ნავები არი სხვადსხვა ფორმის. ჩვენთან გამოიყენება სიმეტრიული ნავები, რომელიც იმართება ნავის უკანა ნაწილში მჯდომი ინსტრუქტორის მიერ. ნავში ჯდება 4 დან 12 კაცამდე.

მდინარის სირთულის კატეგორიები

პირველი კატეგორიაადვილი მდინარე ჩქერების და ნაკადების გარეშე, საჭიროა მხოლოდ მსუბუქი მანევრირება (მაგ. მტკვარი მცხეთასთან ახლოს). მათთვის ვისა ცარ უნდა თავს ძალა დაატანოს და დაისვენოს.

მეორე კატეგორიასწრაფი მდინარე, სხვადასხვა წინააღმდეგობებით (საშუალო სიდიდის ქვები), საჭიროა მანევრირება. (მდინარე არაგვი ზაფხულში). ასეთ მდინარეზე დაშვებას უკვე ჯომარდობა შეგვიძლია ვუწოდოთ.

მესამე კატეგორიასწრაფი დინება, საშუალო სიდიდის ჩქერები და ორმოები. სჭირდება კარგი მანევრირება. (არაგვი გაზაფხულზე, მტკვარი, რიონი). მეორე კატეგორიის მდინარეებზე გარკვეული გამოცდილების მიღების შემდეგ შეიძლება შემდეგ საფეხურზე გადასვლაასეთი ტურის შემდეგ ნავში ყველა თავიდან ფეხებამდე სველია.

მეოთხე კატეგორია - მძლავრი და სწრაფი დინება, ჩქერები, ორმოები და სტოპერები შეცავს გარკვეულ საფრთხეს, საჭიროა გამოცდილება მანევრირებისთვის. (რიონი, ცხენისწყალი, მტკვარი გაზაფხულზე). არ არსებობს ადამიანი, რომელიც გულგრილი იქნება ამ დაშვების დროსმეოთხე კატეგორიის გავლის მერე ადამიანი ნამდვილი ჯომარდელი ხდება.

მეხუთე კატეგორია - დიდი ჩქერები, ნაკადში შესაძლოა ლოდები და სხვა წინააღმდეგობები, შეიცავს გარკვეულ რისკს ჯანმრთელობისთვის და სიციხლისთვის. საჭიროა პროფესიული გამოცდილება. (ენგურის, თერგის, მტკვრის და რიონის გარკვეული მონაკვეთები).

მეექვსე კატეგორიაამ მდინარეებზე არის სიცოცხლისთვის მაღალი რისკი. ამ კატეგორიის რამდენიმე მდინარეა საქართველოში (თერგი, ენგური, რიონი). ასეთი მდინარის გავლის შემდეგ სეგიძლიათ თქვათ, რომ ძალიან იღბლიანი ადამიანი ხართ.

უსაფრთხოება

ჯომარდობა შეიცავს გარკვეულ რისკებს და შეიძლება საშიში იყოს თუ არ არის დაცული გარკვეული უსაფრთხოების ზომები. განსაკუთრებით ეს ეხებათ მოყვარულებს, რომლებიც ეშვებიან პროფესიონალი ინსტრუქტორის გარეშე. საფრთხე შეიძლება მოდიოდეს როგორც გარემო პირობებიდან ასევე მონაწილეების არასწორი ქცევის გამო.

რაც შეეხება კომერციულ ტურებს - ყოველი ჯომარდობის წინ ტურის მონაწილეებს უტარდებათ ინსტრუქტაჟი, რომლის დროსაც ტურის მინაწილეებს განემარტებათ ნავში ჯდომის, მოსმის წესები. ასევე როგორ უნდა მოიქცნენ თუ მდინარეში აღმოჩნდებიან და ..

ყველა მონაწილეს ურიგდება (აუცილებელია) სამაშველო ჟილეტი და ჩაფხუტი.. სასურველია ჰიდროკოსტიუმისა და სპეციალური საჯომარდო ფეხსაცმლის ტარებაც.

ამ პირობების გათვალისწინებით ჯომარდობა საკმაოდ უსაფრთხო და სასიამოვნო გართობად შეიძლება იქცეს და როგორც წესი, ერთხელ ნავში მოხვედრილი ადამიანი ავადდებაჯომარდობითდა ცდილობს მეგობრები თუ ოჯახის წევრებიცჩაითრიოსამ საქმიანობაში.

სეზონი 2017 გახსნილია!

აირჩიეთ საჯომარდო ტური!

 

გაინტერესებთ რა არის ჯომარდობა და როგორ ხდება ეს დაუვიწყარი თავგადასავალი?

მაშინ იხილეთ ვიდეო-სიუჟეტი ... და შემოგვიერთდით!