ra-aris-jomardoba

რა არის ჯომარდი?

ჯომარდობა, ანუ რაფტინგი სპორტის პოპულარული სახეობაა, აქტიური დასვენებისა და განტვირთვის საუკეთესო შესაძლებლობა, მხიარული თავგადასავალი და გარკვეული გამოცდა…

მთის მდინარეებზე გასაბერი ნავით დაშვებისას გზად სხვადახვა სახის წინააღმდეგობები გვხვდება – ნაკადები, ჩქერები, მორევები, მორები და ლოდები… სწორედ მათი გადალახვა იზიდავს ტურისტებს საწყალოსნო ტურებზე.

ჯომარდობა გუნდური სპორტია. გუნდის ყოველი წევრი გარკვეულ ფუნქციას ასრულებს, ამასთან, მთლიანი ეკიპაჟი ინსტრუქტორის მითითებებს ემორჩილება. რაფტინგზე მოსმის სხვადასხვაგვარი მეთოდები გამოიყენება.

ჩვენ ე.წ. „კანოეს“ მეთოდს ვიყენებთ: ეკიპაჟის წევრები თანაბრად არიან განლაგებული ნავის მარცხენა და მარჯვენა გარე ბორტებზე, ფეხები კი ძირზე დამაგრებულ სამაგრებში აქვთ მოთავსებული.

ნავს უკანა ნაწილში მჯდომი ინსტრუქტორიმართავს. სწორედ ის იძლევა ბრძანებებს, გუნდის წევრები კი სინქრონული მოსმით მას ნავის საჭირო მიმართულებით წაყვანაში ეხმარებიან.

გაუზიარე მეგობრებს