jomardobis istoria

თანამედროვე ჯომარდობას მრავალი ათასი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. უხსოვარ დროში, უძველესი ხალხები მდინარეებზე გადასაადგილებლად კანოეებს იყენებდნენ. უფრო მოგვიანებით კი, ხისგან შეკრული ტივების დამზადებაც დაიწყეს, ტვირთისა და მორების გადასაზიდად.

მთის მდინარეებზე ექსტრემალური დაშვების ფუძემდებლად ინგლისელი მ. ჯონსი ითვლება. სწორედ მის მიერ იყო ორგანიზებული პირველი დაშვებები კაიაკით აფრიკის, სამხრეთ ამერიკისა და ნეპალის მდინარეებზე.

თავად რაფტები კი ვიეტნამის ომის დროს გამოჩნდა. მათ მდინარეების საშუალებით ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ტვირთის მისატანად იყენებდნენ.

დროთა განმავლობაში რაფტების კონსტრუქცია და მასალა შეიცვალა. ამჟამად გასაბერი ნავები თანამედროვე სინთეტიკური მასალების გამოყენებით მზადდება. სხვადასხვა ფორმისა და სიგრძის რაფტებში 4-დან 20 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ყველაზე პოპულარული 6-8-კაციანი ნავებია.

ჯომარდობა საქართველოში

საჯომარდო ტურები საქართველოში ჯერ კიდევ 60-იან წლებში ეწყობოდა. იმ პერიოდში ქვეყანას მთელი საბჭოთა კავშირიდან სტუმრობდნენ ექსტრემალური დასვენების მოყვარულები. ჯომარდობას ქართველებიც მისდევდნენ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სპორტის ამ სახეობისადმი ინტერესმა იკლო, დღესდღეობით კი კვლავაც დაიბრუნა პოპულარობა და მეტიც, ბევრისთვის საყვარელ გასართობადაც იქცა.

საქართველოში საჯომარდო ტურების განხორციელება შესაძლებელია მდინარეებზე: მტკვარი, არაგვი, რიონი,ცხენისწყალი, თერგი, ენგური, კოდორი.

გაუზიარე მეგობრებს