სათავგადასავლო პარკი

 

რა არის სათავგადასავლო პარკი!?

სათავგადასავლო პარკი – ესაა თოკებისაგან შექმნილი თანამედროვე სპორტულ-გასართობი ქალაქი ყველა ასაკის ადამიანისთვის.

ჩვენს მიერ შექმინლი პარკი წარმოადგენს უმცირეს დეტალებამდე გათვლილ და ეფექტურად ფუნქციონირებად კომპლექსს, რომლისთვისაც დამახასიათებელია სრული უსაფრთხოება, საიმედო დაზღვევა, გამორჩეული დიზაინი და მკაფიო ლოჯისტიკა.

პარკში წარმოდგენილია სხვადასხვა სირთულისა და დიზაინის 4 ტრასა: ორი მარტივი, ხოლო ორი რთული.

მარტივ ტრასებზე 8-8 დაბრკოლებაა, ხოლო რთულზე – 14-14. ჩვენთან სტუმრობა საინტერესოა ყველასთვის, ასაკის მიუხედავად, დაწყებული ბავშვებიდან, დამთავრებული ოჯახებითა და ხანდაზმული ადამიანებით.

სათავგადასავალო პარკის ისტორია

მსოფლიოში შექმნილი პირველი სათავგადასავლო პარკები, სწორედ, ტყეში, ხეებზე იქმნებოდა. სხვანაირად არც შეიძლებოდა, რადგან ხის ღერო ყველაზე ბუნებრივი, გამძლე, სანდო, საკმაოდ ხისტი და საკმარისად დემპფერული (რხევების ჩამხშობი) საყრდენია ნებისმიერი საჰაერო კონსტრუქციისათვის. ამიტომაც ხეებზე გაჭიმულ თოკების პარკში დაბრკოლებები ყველაზე უფრო აუთენტურად და მიმზიდველად გამოიყურება, თანაც ამის გამო, ისინი განსაკუთრებულადაა მიახლოებული ნამდვილ სათავგადასავლო სულთან.

სათავგადასავლო პარკი საქართველოში

ჩვენი სათავგადასავლო პარკი არის პირველი სრულყოფილი თოკების პარკი საქართველოში, რომელიც 7000კვმ ფართობზე ჭალის ხეებზეა გადაჭიმული და რომლის ტრასების სიმაღლეც 3-დან 6 მეტრს აღწევს. ხოლო დაბრკოლებების რაოდენობა მარტივ ტრასებზე 16, ხოლო რთულ ტრასებზე 28 ცალია.

სირთულის კატეგორიები

სათავგადასავლო პარკში ფუნქციონირებს 2 ტიპის ტრასა, მარტივი და რთული. მარტივი ტრასების რაოდენობაა 2, რომლებზეც 8-8 დაბრკოლებაა გადასალახავი, ხოლო რთულ ტრასებზე არსებული დაბრკოლებები 14-14-ს შეადგენს, ტრასების რაოდენობა აქაც 2-ია. პარკის მთლიანი ფართობი 7000 კვ.მ-ს შეადგენს. რაც შეეხება სიმაღლეს, ხეებზე დაკიდული ტრასები 3-დან 6 მეტრამდე აღწევს. პარკში განთავსებულია 3 ზიპ-ლაინი, სერფინგის დაფა, თხილამურები და კიდევ უამრავი გადასავალხავი დაბრკოლება. მარტივ ტრასებზე ბავშვები დაიშვებიან 6 წლიდან.

სათავგადასავლო პარკში დასვენების კორპორატიული ტურის შეკვეთის ფორმა
სათავგადასავლო პარკში დასვენების ტურის დაჯავშვის ფორმა კერძო პირებისათვის
გაუზიარე მეგობრებს