geotur2012

სათავგადასავლო კლუბი „ჯომარდი“ 2014 წლის 11-13 აპრილს საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ მე-16 საერთაშორისო ტურისტულ ბაზრობასა და კავკასიის საქმიანი ტურიზმის მე-3 საერთაშორისო გამოფენაზე წარდგა.

საგამოფენო პავილიონში საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ტურიზმის ასოციაციის, ქვეყნის ტურისტული რეგიონების მუნიციპალიტეტების, ტუროპერატორების, ავიაკომპანიების, სასტუმროებისა და კურორტების გარდა ხელნაკეთი ნივთების, თექის, თიხისა და სამკაულების სტენდებიც იწონებდა თავს.

ჯომარდი“ გამოფენაზე დიდი სტენდით იყო წარმოდგენილი. დამთვალიერებლების ყურადღებას რაფტინგის ნავი, კაიაკი და საჯომარდო აღჭურვილობა, ხალისიანი ბანერი და პლაკატები იპყრობდა.

2014 წელი „ჯომარდისთვის“ მეტად მნიშვნელოვანი თარიღია. სათავგადასავლო კლუბს10 წელი შეუსრულდა. იუბილესა და რაფტინგის სეზონის გახსნას „ჯომარდი“ რებრენდინგით შეხვდა. ახალ ლოგოსა და განახლებულ ვიზუალურ მხარეს ახალი აღჭურვილობის ჩამოსვლით განცდილი სიხარულიც დაერთო.

ამ სეზონზე რაფტინგის ტურების მონაწილეებს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების წარმოებული უახლესი აღჭურვილობა–ნავები, ნიჩბები, ჩაფხუტები, ჟილეტები, საჯომარდო კოსტიუმები და ფეხსაცმელი დახვდებათ.

სეზონი 2016 გახსნილია!

აირჩიეთ საჯომარდო ტური!

 

გაინტერესებთ რა არის ჯომარდობა და როგორ ხდება ეს დაუვიწყარი თავგადასავალი?

მაშინ იხილეთ ვიდეო-სიუჟეტი ... და შემოგვიერთდით!