კორპორაციული ტურები

corporate-tours

  • თუ ბიზნესში წარმატების მისაღწევად თანამშრომლების ერთსულოვნებისა და გუნდური მუშაობის წახალისება გსურთ;

  • გინდათ, რომ თქვენმა კოლეგებმა არაფორმალურ გარემოშოუკეთ გაიცნონ ერთმანეთი;

  • სტანდარტულ ქეიფს განსხვავებული და ბევრად საინტერესო აქტივობა გირჩევნიათ, ჩვენთან ერთად კორპორაციული ტურის დაგეგმვას გირჩევთ.

ბუნების წიაღში აქტიური დასვენება კოლექტივის ყველა წევრის ჩართულობას და ერთიან „მოღვაწეობას“ მოითხოვს. ამ ხალისიანი დღის შემდეგ ახალი კუთხით გაიცნობთ თქვენს გვერდით მომუშავე ადამიანებს.

გვერწმუნეთ, ჯომარდობისა და საინტერესოდ გატარებული დღის შემდეგ ბევრი რამ გექნებათ გასახსენებელი…სათავგადასავლო კლუბი 'ჯომარდი'

კომპანიებს ვთავაზობთ დაშვებას ფშავის არაგვზე, სადაც ჯომარდობის გარდა შესაძლებელია სხვადასხვა შეჯიბრების ორგანიზება როგორც მდინარეზე, ისე ჩვენს ბაზაზე. სტანდარტული საჯომარდო ტურნირი მდინარის 1კმ.-იან მონაკვეთზე ეწყობა, სადაც ერთმანეთს 6-6-კაციანი გუნდები ეჯიბრებიან.

უშუალოდ ბაზაზე შექმნილია ყველანაირი პირობა ნებისმიერი ფორმატის კორპორაციული საღამოს მოსაწყობად!

ტურის მონაწილეებს, რომლებსაც ჯომარდობა არ სურთ, გიდების თანხლებით ფეხით, ველოსიპედით ან ცხენით გასეირნების შესაძლებლობა ექნებათ!

კორპორატიული ტურის შეკვეთის ფორმა
გაუზიარე მეგობრებს