სტანდარტული ტურები

standartuli-torebi

თუ იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნებით, ვისაც თავგადასავლები, წყალი, მზე და აქტიური დასვენება უყვარს, აუცილებლად უნდა გამოცადოთ საკუთარი თავი ჯომარდობაში. ჩვენ დაგეხმარებით თქვენთვის შესაფერისი მარშრუტის არჩევაში.

არაგვი

  1. ფშავის არაგვი: კოპალას ხიდი – თვალივი, სიგრძე: 13 კმ, სირთულე: II-III კატეგორია.
  2. მთიულეთის არაგვი: ფასანაური – მენესო, სიგრძე: 14 კმ, სირთულე: II-III კატეგორია.

ფშავისა და მთიულეთის არაგვზე სეზონი მაისში იწყება. ამ პერიოდში ორივე მდინარე საშუალო, II-III კატეგორიის სირთულისაა. ივნისიდან წყალი იკლებს და მასთან ერთად ექსტრემალური შეგრძნებებიც მცირდება, თუმცა აქტიური დასვენებისა და ცხელ თბილისს გარიდების მსურველთა რაოდენობა მაინც არ კლებულობს, მით უმეტეს, რომ ჯომარდობის გარდა ჩვენს ბაზაზე ბუნების წიაღში თავისუფალი დროის მხიარულად გატარება, მეგობრებთან ერთად ფრენბურთის ან ფეხბურთის თამაში და მდინარის პირას მზის აბაზანების მიღებაა შესაძლებელი…

რიონი

  1. უწერა – ამბროლაური, სიგრძე: 35 კმ, სირთულე: II-IV კატეგორია.
  2. შარეულა-ტვიშის კანიონი, სიგრძე: 18 კმ, სირთულე: II-IV კატეგორია.
    რიონის ამ მონაკვეთებზე საჯომარდოდ მონაწილეებს მოეთხოვებათ კარგი ფიზიკური მომზადება და სხვა მდინარეებზე დაშვების გამოცდილება.
  3. ამბროლაური – შარეულა, სიგრძე: 15 კმ, სირთულე: I-II კატეგორია.
სამივე მონაკვეთის საჯომარდო პერიოდი მაისიდან სექტემბრამდე გრძელდება.

მტკვარი

  • ქვაბისხევი-ლიკანი (ბორჯომთან), სიგრძე: 12 კმ, სირთულე: II-IV კატეგორია.
  • მირაშხანი – თმოგვის ციხე (ვარძიასთან), სიგრძე: 8 კმ, სირთულე: II-IVკატეგორია.
ამ მონაკვეთებში საჯომარდო სეზონი აპრილი-მაისია. ივნისიდან წყალი კლებულობს და ბორჯომის მარშრუტი 8 კმ-მდე მცირდება. ზაფხულში სირთულის კატეგორია II-მდე ეცემა და შესაძლებელი ხდება საოჯახო და სასკოლო ტურების მოწყობაც.
საჯომარდო ტურის დაჯავშვის ფორმა კერძო პირებისათვის
გაუზიარე მეგობრებს