სათავგადასავლო პარკის ინფო ტური ტურისტული კომპანიებისთვის

სათავგადასავლო პარკის ინფო ტური ტურისტული კომპანიებისთვის

10 სექტემბერს სათავგადასავლო კლუბ ჯომარდის ბაზაზე ფშავში, ჩატარდა სათვაგადასავლო პარკის ინფო ტური სპეციალურად ტურისტული კომპანიებისთვის.

ეს ტური მიზნად ისახავდა საქართველოში არსებული ტურისტული კომპანიებისთვის ჩვენი პარკის წარდგენას. 2017 წელს ჩვენს ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობა რეკორდულია, ქართული ტურისტული კომპანიები კი მუდმივ სიახლეს ეძებენ ჩამოსული სტუმრების გასართობად.

ჩვენი პარკი კი იდეალური ადგილია როგორც ბავშვებისთვისა და ოჯახებისთვის, ისე თავგადასავალას მოწყურებული ექტრიმალებისთვის. ამ ყველაფერს თან ისიც ერთვის, რომ სათავგადასავლო პარკი ქალაქგარეთ, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას, არაგვის ულამზეს ხეობაში მდებარეობს, თანაც თბილისიდან სულ რაღაც 1 საათის სავალ მანძილზე, სადაც ტურისტებს ასევე შეუძლიათ ჯომარდობა, ქართული სამზარეულოს უგემრიელესი კერძების დაგემოვნება, ბარში ალკოჰოლური და უაკოჰოლო სასმელებით გაგრილება, ბზაზე არსებული ფეხბურთისა და ფრენბურთის მოედნებზე თამაში ან უბრალოდ მდინარის პირას ხეების ჩრდილქვეშ დასვენება.

სათავგადასავლო პარკის მასშტაბებმა, დიზაინმა და სირთულის კატეგორიებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენს სტუმრებზე, რომლებმაც დიდი სიამოვნებით დალაშქრეს პარკის მარტივი თუ რთული ტრასები, იჯომარდეს, ხოლო შემდეგ უგემრიელესი ფურშეტით და ღვინით შეიქციეს თავი.

გაუზიარე მეგობრებს